გაერო: რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა ოთხ მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა

გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა უკრაინა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2,3 მილიონზე მეტი უკრაინელი ამჟამად პოლონეთში იმყოფება.

”4 მილიონი ლტოლვილის გარდა, იძულებით გადაადგილებულია 6,5 მილიონი ადამიანი”, – აცხადებს გაერო.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები