რუსმა ოკუპანტებმა ქალაქი ნეჟინი დაბომბეს – არის მსხვერპლი, არიან დაშავებულები

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ჩერნიგოვის ოლქის ქალაქი ნეჟინი დაბომბეს. შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანი დაიღუპა, 6 კი დაშავდა, მათ შორის 1 ბავშვია – ამის შესახებ ინფორმაცია ქალაქის მერმა, ოლეკსანდრ კოდოლამ გაავრცელა.

დაბომბვის შედეგად დაზიანდა 10, ხოლო სრულად განადგურდა 3 სახლი. აგრეთვე, დაზიანდა მანქანები და ავტოფარეხები. 31 მარტამდე ქალაქში კომენდანტის საათია გამოცხადებული.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები