ოკუპანტებმა ქალაქ ლისიჩანსკში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში საბავშვო ბაღს ცეცხლი გაუხსნეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

”დღეს დილით რუსებმა ქალაქის გარეუბნები დაბომბეს, ახლა ისინი ქალაქის სხვა ნაწილებში ცეცხლს ხსნიან. ახლა ჩვენი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცდილობს, აღმოფხვრას წინა დაბომბვების შედეგები მაშინ, როდესაც ახალი ობიექტები ჩნდება, რომელიც ცეცხლის ჩაქრობას საჭიროებს. ისინი შენობის ნანგრევებში ადამიანების ძებნას დაიწყებენ. ერთ-ერთი ასეთი შენობაა საბავშვო ბაღი. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, – წერს რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი.

ცნობისთვის, ლუგანსკის ოლქის ქალაქ ლისიჩანსკში დღეს დილით რუსული ძალების მიერ დაბომბვები განხორციელდა.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები