მარიუპოლში, კალმიუსკის რაიონული პოლიციის უფროსი რუსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა

მარიუპოლში, კალმიუსკის რაიონული პოლიციის უფროსი ოკუპანტების მხარეს გადავიდა, – ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინელი პოლიციის გენერალი, ვიაჩესლავ აბროსკინი ავრცელებს.

მისი თქმით, ვიცეპოლკოვნიკმა ვალენტინ პოპოვმა უღალატა ფიცს და რუს ოკუპანტებს დაუჭირა მხარი.

“როცა დონეცკის პოლიციელის გვარი მესმის, რომელიც რუს ოკუპანტებს შეუერთდა, ჯერ შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, შემდეგ კი სიძულვილს. მით უმეტეს, როცა ამბობენ, რომ ის უკვე დგას საგუშაგოზე და აკონტროლებს ხალხის ქალაქიდან გასვლას… ასეთი ნაძირალაა კალმიუსკის პოლიციის განყოფილების უფროსი, პოლიციის ვიცეპოლკოვნიკი ვალენტინ პოპოვი. ყველამ, ვინც მარიუპოლელებს ეხმარება გასვლაში, უნდა გაითვალისწინოს რუსი ოკუპანტების საგუშაგოზე მოღალატის ყოფნა!”, – წერს ვიაჩესლავ აბროსკინი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები