მიკოლაევში ადმინისტრაციული შენობის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა
უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიკოლაევში სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის შენობაზე რუსი ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 14-მდე გაიზარდა.
უწყების ცნობით, 13 ადამიანი ნანგრევებიდან ამოყვანისას უკვე დაღუპული იყო, 1 კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ამავე განცხადებით, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 36-მა მოქალაქემ.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, სარაკეტო იერიში მიკოლაევში რუსმა ოკუპანტებმა გუშინ დილით განახორციელეს.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge