17 300 დაღუპული რუსი ჯარისკაცი – უკრაინაში კრემლის შეჭრის შედეგი

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, რუსული არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგი 17 300 სამხედროს შეადგენს.

შესაბამის მონაცემს უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს.

ასევე, ოკუპანტებმა ტექნიკის 4300-ზე მეტი ერთეული დაკარგეს.

მათ შორის: 605 ტანკი; 1723 ჯავშანტექნიკა; 305 საარტილერიო სისტემა; 96 ზალპური ცეცხლის სისტემა; 54 საჰაერო თავდაცვის სისტემა; 131 თვითმფრინავი; 131ვერტმფრენი; 1184 საავტომობილო აღჭურვილობა; 7 გემი/ნავი; 75 ცისტერნა; 81 უპილოტო საფრენი აპარატი; 21 სპეციალური აღჭურვილობა; 4 გამშვები დანადგარი.

 

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ უახლესი ინფორმაცია იხილეთ “კვირას” ტელეგრამარხზე 👉 https://t.me/kvira_ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები