ბელარუსმა ზოგიერთი მარცვლეულის, ფქვილისა და მაკარონის ექსპორტი აკრძალა
ბელარუსის მთავრობამ ქვეყნიდან ზოგიერთი მარცვლეულის, ფქვილისა და მაკარონის ექსპორტი დროებით აკრძალა.
ინფორმაციას ქვეყნის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
კერძოდ კი, იკრძალება: ბრინჯის, მარცვლეულის, ჭვავის ან ქერის ფქვილის, გადამუშავებული მარცვლეულის, მაკარონის ექსპორტი.
აღნიშნულია, რომ შეზღუდვა უკავშირდება დეფიციტის წარმოქმნის პრევენციას.
დადგენილება ძალაში ოფიციალური გამოქვეყნების შემდეგ და სამი თვის განმავლობაში მოქმედებს.
შემოგვიერთდით “კვირას” ტელეგრამარხზე https://t.me/kvira_ge