ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს რუბლებში არ გადაიხდიან – ევროკომისიის წარმომადგენელი

ევროკავშირის ქვეყნები რუსულ გაზს რუბლებში არ გადაიხდიან.

ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ერიკ მამერმა ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

კითხვაზე, თუ როგორ მოიქცეოდა ევროკავშირი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებაზე, რუსული გაზის შესაძენად მხოლოდ რუბლით გადახდაზე, მამერმა თქვა, რომ ევროკავშირის პოზიცია იგივეა, რაც G7-ის ქვეყნებმა განაცხადეს და დასძინა, რომ ანგარიშსწორება მხოლოდ დოლარსა და ლარში უნდა მოხდეს.

შეგახსენებთ, რომ G7-ის ქვეყნებმა უარი თქვეს რუსული გაზის რუბლში შესყიდვაზე, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული არსებული კონტრაქტებით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები