მაია ბითაძემ გარემოსდაცვითი დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ, მაია ბითაძემ მონაწილეობა მიიღო ონლაინ კონფერენციაში, რომელიც გარემოსდაცვითი დამოუკიდებლობის საკითხებს ეძღვნებოდა.

„მე ძალიან ამაყი ვარ, რომ დღეს საქართველოს გარემოსდაცვითი კანონმდებლობა აბსოლუტურად განსხვავებულია იმ კანონმდებლობისგან რომელიც ჩვენ გვქონდა ათი წლის წინ, ეს ძირითადად გამოწვეულია ასოცირების ხელშეკრულებით და მრავალმხრივი გარემოსდაცვითი ხელშეკრულებების იმპლემენტაციით.

დღეს ასოცირების ხელშეკრულების გარემოს დაცვის და კლიმატის ნაწილის ძალიან ბევრი დირექტივა უკვე ჰარმონიზირებულია ეროვნულ კანონმდებლობაში, თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა გაკეთდეს მომდევნო წლების განმავლობაში.

ამიტომაც ჩვენი კომიტეტის პრიორიტეტია გარემოსდაცვითი ეკონომიკა, მწვანე ეკონომიკა და ასევე გარემოსდაცვითი საკითხების გაძლიერება ქალაქებსა და სოფლებში. ამ გზაზე საქართველოს მუდმივი მხარდაჭერისთვის მინდა მადლიერება გამოვხატო ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციების მიმართ, რომელთა შორის არის ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი, მე ძალიან მიხარია, რომ დღეს ჩვენ ამ ფონდთან ერთად ვმუშაობთ გარემოსდაცვითი დემოკრატიის გაძლიერებაზე ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა მაია ბითაძემ. კონფერენცია ორგანიზებული იყო ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდის (WFD) მიერ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები