უკრაინაში ომის გამო, იაპონიამ რუსეთში ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი აკრძალა
იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, აიკრძალა იაპონიიდან რუსეთში ფუფუნების საგნების, მათ შორის, ძვირადღირებული მანქანების ექსპორტი. იაპონიის მთავრობის მონაცემებით, მანქანები შეადგენენ იაპონიიდან რუსეთში მიმავალი გადაზიდვების დიდ ნაწილს, რომელმაც 2020 წელს შეადგინა 627,8 მილიარდ იაპონურ იენს (5 მილიარდი დოლარი).
“ჩვენ მკაცრი სანქციების განსახორციელებლად საერთაშორისო საზოგადოებასთან, ვიმუშავებთ, მათ შორის, დიდი შვიდეულის ჯგუფის ქვეყნებთან”, – თქვა ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა, კოიჩი ჰაგიუდამ.