მიკოლაევის ადმინისტრაციის შენობის ნანგრევებიდან 7 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს
მიკოლაევის ადმინისტრაციის დაბომბილი შენობის ნანგრევებიდან 7 ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას უკრაინის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაშავებულია 22 ადამიანი.
მაშველები ამ დრომდე აგრძელებენ ადგილზე მუშაობას.
რუსმა თავდამსხმელებმა მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის შენობა დღეს, 29 მარტს დილით დაბომბეს.