შსს-მ სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორის და მისი მეგობრის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა

მესტიაში მომხდარ ფაქტზე შს სამინისტროში სისხლის სამართლის საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.  ძალოვანი უწყების პრესსამსახურმა „კვირას“ სასტუმრო „თეთნულდის“ დირექტორის, თეზო ჯაფარიძის და მისი მეგობრის გარდაცვალების ფაქტი დაუდასტურა.
შეგახსენებთ, რომ მესტიაში უბედური შეთხვევის შედეგად თეზო ჯაფარიძე და მისი მეგობარი გარდაიცვალნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი კვადროციკლით სეირნობდნენ, რა დროსაც მოტოციკლი ხევში გადაიჩეხა. ჯაფარიძეს თან ახლდა ერთ-ერთი მეგობრის მცირეწლოვანი შვილი. შემთხვევის შედეგად მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„კვირას“ ინფორმაციით, ამ წუთებში შემთხვევის ადგილზე სამაშველო სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები