ზელენსკი: ჩვენი ქალაქების გატაცებული მერების ნაწილი გარდაცვლილი იპოვეს, ნაწილს კი ჯერ ვერ პოულობენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მერების ნაწილი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო ნაწილს ჯერ ვერ პოულობენ.

ამის შესახებ მან The Еconomist-სთან საუბარში თქვა.

“ჩვენი ქალაქების მერებს იტაცებენ. ზოგი მოკლეს. ზოგს ვერ ვპოულობთ. ზოგიერთი უკვე ვიპოვეთ და გარდაცვლილები არიან”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსული არმია ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმავე მეთოდებს იყენებს, როგორსაც დონბასში 2014 წელს იყენებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები