ალეკო ელისაშვილი: პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია – ოპერაცია წარმატებული იყო, ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან ბევრი გაუყვა საიქიოს გზას
“პირველი საბრძოლო დავალება შესრულებულია!”, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი უკრაინაში შესრულებული საბრძოლო ოპერაციის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.
“დეტალები ჯერ არ ითქმის, მაგრამ ოპერაცია წარმატებული იყო. ქართველების ჯგუფს ერთი ნაკაწრი არ გვაქვს, ოკუპანტებიდან კიდევ ბევრი გაუყვა საიქიოს გზას. მოკლედ, ვიომეთ რამდენიმე დღე, დავბრუნდით და ხელახლა მოვიკრებთ ძალას. ბრძოლა გამარჯვებამდეა! სიკვდილი ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!”, – წერს ელისაშვილი.