უკრაინაში განმარტეს, თუ რატომ არ აღძრეს პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე
უკრაინის გენერალური პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, უკრაინა საერთაშორისო სამართალს და კონვენციას იცავს, რომლის მიხედვით, არსებობენ გარკვეული პირები, რომლებსაც ფუნქციონალური იმუნიტეტი გააჩნიათ.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა და განმარტა, თუ რატომ არ აღძრა ამ დრომდე კიევმა, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე.
“21-ე საუკუნის ყველაზე დიდი სამხედრო დამნაშავე არის ვლადიმერ პუტინი. მაგრამ მას ფუნქციონალური იმუნიტეტი გააჩნია და საერთაშორისო, ასევე ეროვნული სამართლის ნორმების გათვალისწინებით, სანამ ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია, ჩვენ ამ კონკრეტული საქმის წარმოებას ვერ დავიწყებთ“, – განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა.