ბექა ოდიშარია: დანილოვის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის მიუღებელია
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა ოდიშარიას განცხადებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადება მიუღებელია.
„ბუნებრივია, აბსოლუტურად მიუღებელია ეს ჟესტი. ვფიქრობ, ძალიან რთულია, რამე ჩარჩო მოუძებნო. მესმის, საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყანაა, მაგრამ ასეთი მაღალი თანამდებობის პირს ალბათ წინდახედულობა და თავდაჭერილობა მართებს, რა მდგომარეობაშიც უნდა იყოს მისი ქვეყანა, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის, უკრაინისთვის ჩვენ გავცემთ მაქსიმალურ დახმარებას როგორც საერთაშორისო პლატფორმებზე, ისე – ჰუმანიტარული თვალსაზრისით და ასეთი ტიპის არამეგობრული განცხადება ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ცნობისთვის, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, დნესტრისპირეთი და საქართველო საკუთარი ტერიტორიების დაბრუნებით რომ იყვნენ დაკავებული, ეს უკრაინას ძალიან დაეხმარებოდა.