კიევის სკოლებში სწავლა დღეიდან დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, სწავლა არსებულ პირობებთან უფრო ადაპტირებული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმის გამოყენებით.
„დღეს მნიშვნელოვანი ამოცანაა, ქალაქმა იცხოვროს და იმუშაოს თუნდაც ასეთ მძიმე საომარ პირობებში. ჩვენს დაშინებას ცდილობენ. ეს არ იმუშავებს“, – თქვა კლიჩკომ.