“Vivа Ukraine!” – ფრენსის ფორდ კოპოლამ “ოსკარის” სცენიდან უკრაინას მხარი დაუჭირა

დოლბის თეატრში “ოსკარ 2022”-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კინოაკადემიამ რეჟისორ ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმის “ნათლიმამას” 50 წლის იუბილე აღნიშნა, რომელმაც თავის დროზე, დაჯილდოების 45-ე ცერემონიაზე, ჯილდო საუკეთესო ფილმისთვის, საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის და მამაკაცის საუკეთესო როლისთვის აიღო.

სცენაზე ფილმის რეჟისორი, ფრენსის ფორდ კოპოლა, ასევე წამყვანი მსახიობები, რობერტ დე ნირო და ალ პაჩინო ავიდნენ.

კოპოლამ დამსწრე საზოგადოების ყურადღება უკრაინაზე გაამახვილა. ღონისძიებაზე ის აშშ-ისა და უკრაინის დროშების სამკერდე ნიშნით მივიდა, საზეიმო სიტყვის ბოლოს კი ხელი მკერდზე მიიჭირა და თქვა: Vivа Ukraine!

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები