რუსმა ოკუპანტებმა რუბეჟნოე დაბომბეს, არის მსხვერპლი
რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქში დასახლებული პუნქტი, რუბეჟნოე დაბომბეს.
ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი.
მისი თქმით, ნაპოვნია ერთი გარდაცვლილის ცხედარი, კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
ამასთან, მსხვერპლის რიცხვი ზუსტდება.