შოლცი: უკრაინაში შეჭრით პუტინმა იმის საპირისპირო შედეგი მიიღო, რაც სურდა
გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზუსტად იმის საპირისპირო შედეგი მიიღო, რაც სურდა.
როგორც შოლცი ამბობს, პუტინს ნამდვილად ეგონა, რომ უკრაინელები მის ჯარებს მიესალმებოდნენ.
ამის შესახებ ARD წერს.
”ფაქტობრივად, მთელი უკრაინა შეკრულ ერად ჩამოყალიბდა”, – აღნიშნა შოლცმა.
კანცლერის განცხადებით, უკრაინელებმა პუტინის გეგმები ჩაშალეს.
მისი თქმით, პუტინის ქმედებებმა ასევე შეუწყო ხელი იმ ფაქტს, რომ ნატო-მ აღმოსავლეთის ფლანგის დაცვის გაძლიერების გადაწყვეტილება მიიღო.