„ჩვენ ვერ მივატოვებთ ქალაქს, ვერ მივატოვებთ დაჭრილებს, ვერ მივატოვებთ დაღუპულებს“, – ზელენსკიმ მარიუპოლის მცველებს ქალაქის დატოვების უფლება მისცა, ისინი კი დარჩნენ
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ მან უკრაინელ სამხედროებს მარიუპოლის დატოვების უფლება მისცა, მაგრამ მათ უარი თქვეს. ამის შესახებ ზელენსკის რუსულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.
„ამ ბიჭებს ველაპარაკე (მარიუპოლის დამცველებს)… მეც ვუთხარი: „ყველაფერი მესმის, ბიჭებო, აუცილებლად დავბრუნდებით. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ უნდა გახვიდეთ – და გრძნობთ, რომ ეს სწორია და შეგიძლიათ, გადარჩეთ, მაშინ გააკეთეთ ეს. მე მესმის, როგორ გამოიყურება ეს სამხედროებისთვის. გააკეთეთ”, მე მათ არჩევანის უფლება მივეცი. მათ თქვეს: „ჩვენ არ შეგვიძლია ქალაქიდან გასვლა, აქ ბევრი დაჭრილია, დაჭრილებს არ დავტოვებთ“. მეტიც, თქვეს: „მკვდრებს არ მივატოვებთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.