ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ პირველი ვრცელი ინტერვიუ მისცა რუს ჟურნალისტებს. უკრაინის პრეზიდენტს ესაუბრნენ Meduza-ს მთავარი რედაქტორი – ივან კოლპაკოვი, ტელეკომპანია Dozhd-ის მთავარი რედაქტორი – ტიხონ ძიადკო, ჟურნალისტი და მწერალი – მიხაილ ზიგარი. ინტერვიუ გადაღებულია “ზუმის“ პროგრამით. ის გამოქვეყნდა მთლიანად და მინიმალური რედაქტირებით – Meduza-ზე, ტიხონ ძიადკოსა და ეკატერინა კოტრიკაძის YouTube არხზე, გერმანულ ტელეარხ OstWest-ზე და სხვა პუბლიკაციებში.
ამ ინტერვიუს გამოქვეყნებამდე რამდენიმე წუთით ადრე, ცნობილი გახდა, რომ „როსკომნადზორმა“ რუსულ მედიას მოსთხოვა, უარი ეთქვა ზელენსკის ინტერვიუს გამოქვეყნებაზე.
„დღეს, ამ თვეში მოხდა გლობალური, ისტორიული, კულტურული განხეთქილება. გლობალური – ეს არ არის მხოლოდ ომი. ვფიქრობ, ეს ბევრად უარესია. კიდევ რამდენიმე თვე და ოჯახში ყველას ექნება ამა თუ იმ სახის დანაკარგი… ახლა ჩვენ გვყავს მოსახლეობის 90%, ვისაც ომის დასრულებისთანავე სურს დაბრუნება, რადგან მამაკაცების უმრავლესობა საერთოდ არსად წასულა. მხოლოდ ქალები და ბავშვები წავიდნენ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სახლში დაბრუნება]. ამიტომ, ჩვენ უნდა გვქონდეს შეთანხმება პრეზიდენტ პუტინთან. გარანტიების გარეშე არაფერს მოვაწერთ ხელს, თუ ჯარი ისევ აქ გვეყოლება. მე ვფიქრობ, რომ ომის სწრაფად დასრულება შეიძლება – და მხოლოდ პუტინი და მისი გარემოცვა აფერხებს ამას…“, – განაცხადა ზელენსკიმ.