„როსკომნაზორმა“ რუსულ მედიას ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნება აუკრძალა
„როსკომნადზორმა“ რუსულ მედიას მოსთხოვა, უარი თქვან ზელენსკისთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნებაზე. აღნიშნული განცხადება უწყების ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.
ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზელენსკის არაერთმა რუსულმა მედიამ ჩამოართვა ინტერვიუ. მათ შორის, „როსკომნადზორის“ ცნობით, არიან ისეთი მედიასაშუალებები, რომლებსაც რუსეთი აღიქვამს, როგორც „უცხოური აგენტებს“.
„„როსკომნადზორი“ აფრთხილებს რუსულ მედიას ამ ინტერვიუს გამოქვეყნებაზე უარის თქმის აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მედიასაშუალებები ექვემდებარებიან შემოწმებას, რათა დადგინდეს პასუხისმგებლობის დონე და მიღებულ იქნეს შესაბამისი ზომები“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.