„ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის“ – კრემლის რეაქცია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე

კრემლი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის სიტყვებს, რომ პუტინი “არ შეიძლება დარჩეს ხელისუფლებაში” გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი აშშ-ის პრეზიდენტის გადასაწყვეტი არაა.

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ამის შესახებ  Reuters-თან კომენტარში განაცხადა.

“ეს არ არის ბაიდენის გადასაწყვეტი. რუსეთის პრეზიდენტს რუსები ირჩევენ”,- განაცხადა პესკოვმა.
თეთრი სახლის სპიკერმა განმარტა, რომ ბაიდენმა, რომელმაც ვარშავაში ისაუბრა, არ მოუწოდა რუსეთში რეჟიმის შეცვლას, მაგრამ მან თქვა, რომ პუტინს არ შეიძლება მიეცეს ძალაუფლება მეზობლებზე ან მთლიანად რეგიონზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები