ბაიდენი კულებასა და რეზნიკოვს ვარშავაში დღეს შეხვდება

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ვარშავაში უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ალექსე რეზნიკოვსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას შეხვდება. როგორც Европейская правда წერს ამის შესახებ თეთრს სახლში განაცხადეს.

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და თავდაცვის მინისტრის ლოიდ ოსტინი.

ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კულებასა და ბაიდენს შორის პირველი შეხვედრა იქნება. აღნიშნული შეხვედრის შესახებ პოლონურ მედიას ასევე აცნობა უკრაინის ელჩმა ანდრეი დეშიცამაც.

„ვიმედოვნებ, რომ ეს ნაყოფიერი და ეფექტური შეხვედრა იქნება“, – განაცხადა დეშიცამ.

მისი თქმით, ამ შეხვედრის დროს შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობის გადაწყვეტილება იქნეს მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები