პოლონეთის პრემიერი: უკრაინაში სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინაში სამშვიდობო მისიის იდეას სულ უფრო მეტი ქვეყანა უჭერს მხარს.

„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შევიტყვეთ, რომ ამ იდეას დადებითი რეაგირება მოჰყვა დანიასა და ლიეტუვაში. დღეს შემიძლია გითხრათ, რომ სხვა წევრმა ქვეყნებმაც გამოთქვეს მზადყოფნა, თუმცა ისინი ელოდებიან გარკვეულ მხარდაჭერას და ნატოს საერთო პოზიციას. ხაზს ვუსვამთ, ეს უნდა იყოს ნატოს მისია“, – განაცხადა მორავიეცკიმ.

მანამდე, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინაში სამშვიდობო მისიის შესაძლებლობებზე საუბრისას აღნიშნა, რომ ალიანსი ამ ქვეყანაში ჯარების გაგზავნას არ აპირებს. თუმცა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა და უფლება აქვს, საფრთხის არსებობის შემთხვევაში, თავის ტერიტორიაზე ნებისმიერი ქვეყნის ან ორგანიზაციის ჯარები მოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები