ევროკავშირის მისია ერგნეთის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში დღეს გამართულ შეხვედრაზე წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული გარკვეული საკითხები გადაწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის მონიტორინგის მისია ავრცელებს. ევროკავშირის მისიის ცნობით, მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა პრობლემა, რომლებიც ადმინისტრაციულ საზღვრთან მცხოვრებ მოსახლეობას ეხება. ასევე განიხილეს დაკავებულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბედი. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რაგირების მექანიზმის ფარგლებში 48-ე შეხვედრა სექტემბერში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები