მედვედევი: სისულელეა იმის დაჯერება, რომ დასავლეთის სანქციები რუსეთზე გავლენას იქონიებს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, “სისულელეა” იმის დაჯერება, რომ დასავლეთის სანქციებს რაიმე გავლენა ექნება მოსკოვის მთავრობაზე.
„მოდით, საკუთარ თავს ვკითხოთ: შეუძლია თუ არა რომელიმე ამ მსხვილ ბიზნესმენს, თუნდაც უმცირესი გავლენა ჰქონდეს ქვეყნის ლიდერშიპის პოზიციაზე?” – თქვა მედვედევმა RIA-სთან ინტერვიუში და დასძინა – “ღიად გეტყვით, რომ არა, არავითარ შემთხვევაში”.
უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და საომარი მოქმედებების გამო, დასავლეთმა რუსეთის მთავრობას, პუტინთან დაახლოებულ ოლიგარქებსა და “ელიტას” სანქციები დაუწესა, რომლებიც უკრაინაში ომის ერთი თვის თავზე, თითქმის ყოველდღიურად მკაცრდება.