აშშ ევროპასთან გაზის შეთანხმებას მოაწერს ხელს

რუსული გაზის იმპორტის ჩასანაცვლებლად, ევროკავშირი აშშ-სთან გაზის შეთანხმების ხელმოწერას აანონსებს.
Reuters-ის ინფორმაციით, აშშ აპირებს, წლის ბოლომდე მინიმუმ 15 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის მიწოდება უზრუნველყოს.
ბელგიის პრემიერმინისტრის, ალექსანდრე დე კროს განცხადებით, აღნიშნული მისასალმებელი ნაბიჯია. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს გაზის ფასების შემცირებას ევროპაში.

მოსკოვის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროპული ქვეყნები ცდილობენ შეამცირონ დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე. ამასთან, ევროკავშირმა დადო პირობა, რომ წელს ორი მესამედით შეამცირებს რუსული გაზის მოხმარებას სხვა ქვეყნებიდან იმპორტითა და განახლებადი ენერგიის გაფართოებით.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები