ბაიდენი პოლონეთში, უკრაინის საზღვრის მახლობლად ჩავა

აშშ-ის პრეზიდენტი – ჯო ბაიდენი პარასკევს პოლონეთის ქალაქ ჟეშუვში გაემგზავრება, რომელიც უკრაინის საზღვრიდან 80 კილომეტრში მდებარეობს. ამის შესახებ BBC წერს.

თეთრი სახლის განცხადებით, ამ მოგზაურობის მიზანი მსოფლიოსთვის უკრაინაში რუსული აგრესიის წინააღმდეგ დასავლეთის მტკიცე დამოკიდებულების ჩვენებაა.

ჟეშუვში ბაიდენი პოლონეთის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვდება, რათა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის ჩასვლის შემდეგ პოლონეთის წინაშე არსებული პრობლემები განიხილოს.

არსებული ინფორმაციით, ამერიკის პრეზიდენტს პოლონეთში მყოფ უკრაინელებთანაც სურს შეხვედრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები