ნატო სამხედროებს უკრაინაში არ გაგზავნის, რადგან ეს რუსეთთან სრულმასშტაბიან კონფლიქტს გამოიწვევს, – ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამიტის დასრულების შემდეგ თქვა.
“ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველვყოთ, რომ ეს კონფლიქტი არ გადაიზარდოს ომში ნატო-სა და რუსეთს შორის. ამიტომ, მე ნათლად განვაცხადე, რომ ჩვენ არ განვათავსებთ ჩვენს ჯარს უკრაინაში, რადგან ამის გაკეთების გზა ნიშნავს, ვიყოთ მზად რუსეთთან სრულმასშტაბიან კონფლიქტში მონაწილეობის მისაღებად“, – თქვა მან.