ნატო უკრაინას ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან დაცვის საშუალებებს გადასცემს
ნატო უკრაინას ქიმიური, ბიოლოგიური და ბირთვული იარაღისგან დასაცავად, ასევე, კიბერთავდაცვით აღჭირვილობას მიაწვდის, – განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში სამიტის დასრულების შემდეგ.
“ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უკრაინას მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ, მათ შორის, კიბერსაფრთხეებისგან, ბიოლოგიური, ქიმიური და ბირთვული იარაღისგან თავდაცვისთვის. ეს დახმარება მოიცავს დაცვის და სამედიცინო მარაგის მიწოდებას, ასევე, კრიზისების მართვას“, – განაცხადა მან.