პარლამენტში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართა

????????????????????????????????????

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სსიპ. საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის დირექტორს, თეიმურაზ ლორთქიფანიძეს მოუსმინეს, რომელმაც კოლეჯის საქმიანობასა და სასწავლებლის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

პარლამენტის ინფორმაციით, კოლეჯის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს სასწავლებლის მოკლე ისტორია გააცნო და აღნიშნა, რომ 1933 წელს შექმნილ საგანმანათლებლო დაწესებულებას 2009 წელს სტატუსი შეუჩერდა, რამაც ქვეყანაში კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი გამოიწვია.

მისივე განცხადებით, 2014 წელს სპორტის კოლეჯს კვლავ აღუდგა სტატუსი და საგანმანათლებლო მოღვაწეობა გააგრძელა. შესაბამისად, რვა წლიანი არსებობის მანძილზე, კოლეჯმა 1000-მდე კურსდამთავრებული, მათ შორის, ბევრი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები აღზარდა. თეიმურაზ ლორთქიფანიძემ სპორტის კოლეჯში არსებულ საგანმანათლებლო პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს ცვლილების შემდეგ, პროფესიული განათლების სივრცეში სპორტის მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები გაუქმდა. მისი თქმით სასწავლებელმა მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი სასერტიფიკატო პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა და ამჟამად, თბილისსა და ქუთაისში სპორტული ინსტრუქტორების მომზადების 8 სხვადასხვა პროგრამას ახორციელებს.

მისივე განცხადებით, სპორტის კოლეჯმა პროფესიული სტანდარტის და შესაბამისი პროგრამების მისაღებად განათლების განვითარების ეროვნულ ცენტრს და პროფესიული უნარების სააგენტოს წერილობით მიმართა. სასწავლებლის ხელმძღვანელმა, პროფესიული პროგრამების მისაღებად კომიტეტს შუამდგომლობის თხოვნით მიმართა. კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, კომიტეტი აქტიურ კომუნიკაციაში იქნება სააგენტოსთან, სპორტის სამინისტროსთან და სპორტის კოლეჯთან და ერთად საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. მისივე თქმით, იმისათვის, რომ ქვეყანაში სპორტის როლი სათანადოდ დაფასდეს, აუცილებელია შესაბამისი საგანმანათლებლო გარემოს და პირობების შექმნა. მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, სპორტის განვითარება და მაღალი შედეგების მიღწევა სპორტული განათლების გარეშე ვერ მოხდება და ამისათვის საჭიროა სპორტული სასწავლებლების განვითარება და პროფესიონალი მწვრთნელების და ინსტრუქტორების მომზადება.

„კომიტეტი ორიენტირებულია ხელი შეუწყოს სპორტული განათლების განვითარებას. ამ მიზნით, არაერთი კვლევა და სამუშაო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენი მიზანია დეტალურად გავეცნოთ ამ კუთხით არსებულ გამოწვევებს და პრობლემების მოსაგვარებლად ერთობლივი სამუშაოები გავწიოთ”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები