ირაკლი კირცხალია – პეტერ ფიშერზე: დაისვას ის სუბიექტური შეკითხვები მის მიმართ, თუ რატომ ახალისებდა ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს და რატომ ერეოდა თავხედურად ქვეყნის შიდა საქმეებში
„დაისვას ის სუბიექტური შეკითხვები მის მიმართ, თუ რატომ ახალისებდა ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს და რატომ ერეოდა თავხედურად ქვეყნის შიდა საქმეებში,“- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის გაწვევასთან დაკავშირებით განაცხადა.
„გერმანიის მხრიდან სწორი იქნება, რომ მსგავსი ელჩი არ მოღვაწეობდეს იმ ქვეყანაში, რომელთანაც პარტნიორული და თბილი ურთიერთობა უნდა. დაისვას ის სუბიექტური შეკითხვები მის [პეტერ ფიშერი] მიმართ, თუ რატომ ახალისებდა ჩვენს ქვეყანაში ექსტრემიზმს, რატომ ერეოდა ასე უხეშად და თავხედურად ქვეყნის შიდა საქმეებში, თუ რატომ იყო პირდაპირ ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში, სწორი იქნება ჰკითხონ, რატომ აკეთებდა განცხადებებს და აწყობდა ფორუმებს შეურაცხმყოფელი ბანერების ფონზე და მარტივი კითხვა – რატომ იყო კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტიული წევრი“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.