“ვერც სქესი, ვერც პროფესია ვერ იქნება ინდულგენცია კანონის წინააღმდეგ; ანუ ქალმა რომ რაღაც ჩაარტყას თავში მეორეს, ქალბატონია და არ დავაკავოთ?!” – კირცხალია

“რამდენჯერ უნდა ავხსნათ, რომ ვერც სქესი, ვერც პროფესია ვერ იქნება ინდულგენცია კანონის წინააღმდეგ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

როგორც მან განმარტა, აქციაზე დგომა არ არის დანაშაული, დანაშაული არის არასწორ ადგილას დგომა.

„რას მელაპარაკებით?! ანუ ქალმა რომ რაღაც ჩაარტყას თავში მეორეს, ქალბატონია და არ დავაკავოთ?! აქციაზე დგომა არ არის დანაშაული. დანაშაული არის არასწორ ადგილას დგომა, სადაც აკრძალულია. [დააკავეს იმიტომ] ესე იგი გადაკეტა გზა, ან ვიღაცას შეურაცხყოფა მიაყენა. კანონი დაარღვია და კანონმა იმოქმედა.

რამდენჯერ უნდა ავხსნათ, რომ ვერც სქესი, ვერც პროფესია ვერ იქნება ინდულგენცია კანონის წინააღმდეგ. აქციაზე რაიმეს გაპროტესტება თუ უნდათ, კანონის ფარგლებში გააპროტესტონ“, – აღნიშნა კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები