ირაკლი კირცხალია: თუ რაოდენობა საზოგადოების, მომიტინგეების, ნებისმიერ საკითხზე, იქნება იმდენი რომ ვერ დაეტევიან საფეხმავლო ნაწილზე, აქ ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ როდესაც 15 კაცი დარბის რუსთაველზე და დისკომფორტს უქმნის დანარჩენ მოქალაქეებს, ამას არ დავუშვებთ
„თუ რაოდენობა საზოგადოების, მომიტინგეების, ნებისმიერ საკითხზე, იქნება იმდენი რომ ვერ დაეტევიან საფეხმავლო ნაწილზე, აქ ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავთ, მაგრამ როდესაც 15 კაცი დარბის რუსთაველზე და დისკომფორტს უქმნის დანარჩენ მოქალაქეებს, ამას არ დავუშვებთ,“- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
„ყველა მხრივ ცდილობენ ეს ჯგუფები, დიდი ჯგუფი თავიანთი აგენტებით, კოლექტიური გიგაურებით, ლომჯარიებით, ე.წ. იურისტებით, ვიღებთ ჩვენ კანონს, სხედან და კანონის მიღებიდან ეძებენ გზებს, რომ ისევ მიუბრუნდნენ იმ სცენარს, რომ როგორღაც კიდევ დაგირღვიონ კანონი, კიდევ რაღაცა იპოვონ და როგორღაც ისევ გააგრძელონ ეს დესტრუქცია. ამის საშუალებას არ მივცემთ. ასე, რომ როდესაც საუბარია პროტესტზე, კიდევ ერთხელ ვმეორდები, თუ რაოდენობა საზოგადოების, მომიტინგეების, ნებისმიერ საკითხზე, იქნება იმდენი რომ ვერ დაეტევიან საფეხმავლო ნაწილზე, აქ ჩვენ ვერანაირ პრობლემას ვხედავთ, მაგრამ როდესაც 15 კაცი დარბის წინ და უკან რუსთაველზე, რაღაც ლენტებს ახვევს და დისკომფორტს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს, ამას არ დავუშვებთ“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.