უმცირესობა რიგგარეშე სხდომის ფორმატში განცხადებების გაკეთებას ვერ შეძლებს

საპარლამენტო უმცირესობამ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განცხადებების გაკეთება მოითხოვა, თუმცა თხოვნაზე უარი მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განმარტა, რომ რიგგარეშე სესიების ფორმატში განცხადებები არ კეთდება. განცხადებების გაკეთების შეთავაზება უმცირესობამ პარლამენტის ბიუროს სხდომის შემდეგ, თავად რიგგარეშე სხდომაზე დასვა.
“ქვეყანაში შექმნილია მძიმე მდგომარეობა. განცხადებებზე თქვენი უარი ჩვენი და საზოგადოების მხრიდან აღქმული იქნება როგორც შიში და მიუღებლობა დისკუსიისა ბევრ მნიშვნელოვან და მწვავე საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა დეპუტატმა გიორგი კანდელაკმა.
უსუფაშვილმა კოლეგებს ურჩია, განცხადებები სესიაზე კანონპროექტებთან დაკავშირებით გააკეთონ, ხოლო სხვა თემებზე პოზიციები პარლამენტის ნებისმიერ სხვა ადგილას დააფიქსირონ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები