ბექა დავითულიანი: გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად – ეს არარაობა კალაძეზე რას იტყვის, მას არაფერს დააკლებს
გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ყველას მოღალატე და ყველასგან მიტოვებული ეს არარაობა კახი კალაძეზე რას იტყვის, კალაძეს არაფერს დააკლებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა დავითულიანმა განაცხადა.
მისი თქმით, გიგი უგულავა სასოწარკვეთილია და ცდილობს, პოლიტიკაში დარჩეს.
„გიგი უგულავა არც მერად ვარგოდა, არც პოლიტიკოსად და არც კაცად. ყველას მოღალატე და ყველასგან მიტოვებული ეს არარაობა კახი კალაძეზე რას იტყვის, კალაძეს არაფერს დააკლებს. თავად დაიხრჩობა იმ ბოღმაში, რაშიც იხრჩობა და ეს მისი არჩევანია. რომელ პოლიტიკაშია? – ეს კაცი პოლიტიკაში აღარ არის. ცდილობს, რომ პოლიტიკაში იყოს და სასოწარკვეთილია სწორედ იმიტომ, რომ პოლიტიკაში არაფერი რჩება და საკუთარი თავის აქტუალიზაციას შეურაცხყოფებით ცდილობს. უგულავამ უღალატა მიშას, მიშასგან ვისთანაც გაიქცა, იმასაც უღალატა. მის სიტყვას რა ფასი აქვს?”, – განაცხადა დავითულიანმა.
შეგახსენებთ, გუშინ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში თბილისის მერ კახა კალაძის მისამართით შეურაცხმყოფელი სტატუსი გამოაქვეყნა.