უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლები საქართველოში ჩამოასვენეს
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების: გია ბერიაშვილის და დავით რატიანის ცხედრები საქართველოში ჩამოასვენეს.
დაღუპულ ქართველ მებრძოლებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან მოქალაქეები დახვდნენ და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
ადგილზე შეკრებილ მოქალაქეებს თან ჰქონდათ საქართველოსა და უკრაინის დროშები და სანთლები.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. ზურაბიშვილმა გარდაცვლილი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ადგილზე იმყოფებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ქართველი ჯარისკაცები, გია ბერიაშვილი და დავით რატიანი კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს დაიღუპნენ. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.