„ომის შემდგომი საზოგადოებები დღეს“ – ახალგაზრდების ხედვა და ფოტოგამოფენა

24 მარტს, 19:00 საათზე, არასამთავრობო მედიაორგანიზაცია „კავკასუს პრინციპიუმი“ ახალგაზრდული პროექტის  -„გათიშული საზოგადოებების დაკავშირება: ახალგაზრდების ხედვა“ ფარგლებში გადაღებული ფოტოების გამოფენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი და აფხაზი ახალგაზრდების მიერ მომზადებული ფოტორეპორტაჟები, რომლებიც ეძღვნება პოსტკონფლიქტური საზოგადოებების წინაშე არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: უბრანული განვითარების გამოწვევები, უთანასწორობა, ახალგაზრდა ფოტოგრაფების მიერ დანახული ომის შემდგომი ცხოვრება და სხვა… ღონისძიებაზე პროექტის გუნდი და მონაწილეები საზოგადოებას ასევე გააცნობენ პროექტის შედეგებსა და ძირითად მიღწევებს.
ფოტოგამოფენა იმართება ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი ინიციატივის, COBERM-ის, ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიება  ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიმართება.
მის. რუსთაველის გამზირი №7.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები