ოლაფ შოლცი: ნატო არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე

“ნატო არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე”, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი „ტვიტერზე“ წერს.

გერმანიის კანცლერი აღნიშნავს, რომ დაინტერესებული მოქალაქეები ყოველდღე ეკითხებიან, იქნება თუ არა მათთან ომი, რაზეც ერთადერთი პასუხი არსებობს – ნატო არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე.

„ყოველდღე ვიღებ წერილებს დაინტერესებული მოქალაქეებისგან, რომლებიც მეკითხებიან: იქნება ჩვენთან ომი? ამ კითხვას ერთადერთი პასუხი აქვს: 80 წლის განმავლობაში თავიდან წარმოუდგენელი რაღაცები ავიცილეთ და ეს მომავალშიც ასე უნდა დარჩეს! ნატო არ გახდება უკრაინის ომის მონაწილე მხარე“, – წერს გერმანიის კანცლერი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები