სააკაშვილი: ვპროგნოზირებ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას და ამას პუტინის რეჟიმიც მიყვება
მე ვპროგნოზირებ არა მხოლოდ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას, არამედ იმას, რომ ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიყვება, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერს.
მისი თქმით, “რუსეთის საქმე დამთავრებულია”.
“რუსეთმა გუშინ აღიარა თითქმის 10 ათასი დაღუპული ჯარისკაცი 1 თვეში. ავღანეთში, დღევანდელ რუსეთზე ორჯერ დიდმა საბჭოთა კავშირმა 10 წელიწადში 14 ათასი დაკარგა. ჩეჩნეთის ორივე სასტიკ ომში რუსეთმა დაკარგა 2-ჯერ ნაკლები.
ეს რიცხვი აჩვენებს, რომ დამთავრებულია რუსეთის საქმე. მე ვპროგნოზირებ არა მხოლოდ რუსეთის მანქანის სწრაფ ჩამოშლას, არამედ იმას, რომ ამ ჩამოშლას პუტინის რეჟიმიც მიყვება”, – წერს სააკაშვილი.