ანდრეი კასიანოვი: საქართველოში ამ დროისთვის უკრაინის 20 000-მდე მოქალაქე იმყოფება

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის მოვალეობის დროებითი შემსრულებლის, ანდრეი კასიანოვის თქმით, ომის დაწყების შემდეგ საქართველოში თითქმის 20 000 უკრაინელი ჩამოვიდა.

,,თქვენ იცით, რომ საქართველოში იმყოფებიან უკრაინელები, მათი რაოდენობა თითქმის 20 000-ია, ეს რიცხვი ყოველდღე იცვლება. ამ საკითხთან დაკავშირებით უკრაინის საელჩო მჭიდროდ მუშაობს საქართველოს მთავრობასთან, რომ დახმარებასა და მხარდაჭერას ჰქონდეს სისტემური ხასიათი.

უკვე 58 ბავშვი სწავლობს ქართულ სკოლებში და 50 ბავშვის მშობელმა შეიტანა განაცხადი მათი ბავშვების ბაღებში სკოლებსა და ბაღებში ჩარიცხვის შესახებ. უახლოეს მომავალში მივალთ ამ სკოლებში, გავესაუბრებით ბავშვებს, მათ მშობლებს და სკოლის ხელმძღვანელებს. მადლობას ვუხდით ქართულ მხარეს ასეთი მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები