გრიგოლ ლილუაშვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსთან, ლელა ჯანაშვილთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გრიგოლ ლილუაშვილმა და ლელა ჯანაშვილმა ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები განიხილეს, რომლის აღსრულების ფარგლებშიც, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური გასცემს კონსულტაციებს და თანამშრომლობს ოპერატიულ ტექნიკურ სააგენტოსთან.

შეხვედრისას ხაზი გაესვა ფარული საგამოძიებო მოქმედებების მონიტორინგის მიმართულებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის როლს და უწყებებს შორის კოორდინაციის მექანიზმების ფუნქციონირებას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ მზაობა გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები