კალაძე – სააკაშვილზე: ჩვენი ქვეყანა შეარცხვინა, როდესაც 2008 წელს მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას

გვახსოვს 2008 წლის ომის დროს მისი სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც მართლაც შეარცხვინა ქართველი ერთი და შეარცხვინა ჩვენი ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მან ასევე იმასთან დაკავშირებით ისაუბრა, თუ რა გამოცდილების გაზიარება შეუძლია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინისთვის.

„მიხეილ სააკაშვილს ძალიან დიდი გამოცდილება აქვს. მას აქვს გავლილი სამხედრო წვრთნები, თუმცა, არ ვიცი, ეს 2008 წლის ომამდე გაიარა თუ ომის შემდეგ. ალბათ, კარგი იქნება, რომ მას დაუსვათ შეკითხვა, როცა იქნება სასამართლო პროცესზე წარდგენილი, როდის გაიარა ეს საბრძოლო წვრთნები მან – ომამდე თუ ომის შემდეგ.

გვახსოვს 2008 წლის ომის დროს მისი სამარცხვინო ქმედებები, რომელმაც მართლაც შეარცხვინა ქართველი ერი და შეარცხვინა ჩვენი ქვეყანა, როდესაც მიწაზე ფორთხვით წარუდგა საზოგადოებას. მიატოვა საფრანგეთის პრემიერმინისტრი და გარბოდა. სად გარბოდა, მგონი, არავინ იცის,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები