ლავროვი: მოლაპარაკება მძიმედ მიმდინარეობს, რუსეთს მკაფიო წითელი ხაზები აქვს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, უკრაინასთან მოლაპარაკების პროცესი რთულად მიმდინარეობს, რადგან, მისი თქმით, კიევი პოზიციას ხშირად იცვლის.

“მოლაპარაკებები დაიწყო, მძიმედ მიმდინარეობს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ უკრაინულ მხარეს, თითქოს, ესმის ის საკითხები, რომლებიც უნდა იყოს შეჯერებული მოლაპარაკებების დროს, ის მუდმივად იცვლის პოზიციას, უარს ამბობს საკუთარ წინადადებებზე”, – თქვა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დასავლეთი იმედოვნებს, რომ რუსეთს საომარ მოქმედებებში დიდხანს შეინარჩუნებს და გააგრძელებს უკრაინას იარაღით მომარაგებას.

ლავროვი ამბობს, რომ არ ეწინააღმდეგება დასავლეთის შუამავლობას უკრაინასთან მოლაპარაკებებში, მაგრამ მოსკოვს აქვს მკაფიო “წითელი ხაზები”.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ რუსეთს აქვს დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ მოსკოვის შიშს კიევის მოსალოდნელი მცდელობის შესახებ, ძალის გამოყენებით დაიპყროს დონბასი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები