“თუ ევროპა გონს მოეგება, რუსეთი მას კარს არ მიუხურავს” – ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ ევროპა გონს მოეგება, რუსეთი მას კარს არ მიუხურავს, მაგრამ ევროპელებზე დამოკიდებული არ იქნება.

მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთთან მუშაობა 20 სექტორულ დიალოგში შეაჩერა, შეწყვიტა მუშაობა ოთხი საერთო სივრცის მშენებლობაზე, შეწყვიტა მუშაობა ვიზალიბერალიზაციაზე და მრავალი სხვა მიმართულებით.

ამასთან, დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთის ეკონომიკა გადარჩება ევრაზიული პროცესების ინტეგრაციისა და ჩინეთის ინიციატივის “ერთი სარტყელი, ერთი გზა”-ს მეშვეობით, მათ შორის, რუსეთ-ინდოეთი-ჩინეთის ურთიერთობის ფარგლებში, სადაც შესაძლებელია “ბევრი პერსპექტიული მილსადენის, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო პროექტის განხორციელება და მათი შემუშავება“.

“თუ ევროპა გონს მოვა, ჩვენ მას კარს არ მივუხურავთ. ოღონდ იმის გათვალისწინებით, რაც უკვე ვთქვი, რომ არავისზე არ გავხდეთ დამოკიდებული. ევროპამ, როგორც პარტნიორმა თავისი არასაიმედოობა აჩვენა. ასე რომ, სხვადასხვა მექანიზმის მეშვეობით, გავძლიერდებით და თვისობრივად სხვა პოზიციებიდან გადავხედავთ პროექტებს, რომლებსაც ერთობლივი განხორციელებისთვის შემოგვთავაზებენ”, – თქვა ლავროვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები