თორნიკე შარაშენიძე: 2003 წელი არ არის, ასე მარტივად არ არის საქმე, რომ პარლამენტი აიღო და დაამხო ხელისუფლება
პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილს და „ნაციონალურ მოძრაობას“ გაზაფხულისთვის დაანონსებული ხელისუფლების შეცვლის რესურსი არ აქვს.
„რასაც ვუყურებ, მოწმობს, რომ არანაირი რესურსი აშკარად არ არსებობს. ჩვენ ვნახეთ სერიოზული პროტესტი გავრილოვის ჩამოსვლის შემდეგ და რით დასრულდა ეს ყველაფერი? პარლამენტთან გაწევ-გამოწევით და იძულებით დაშლით”, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე გამოცემა “ალიონი XXI-თან” ინტერვიუში.
მისი თქმით, ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დაემუქრა ამ ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში.
„ეს იყო ყველაზე დიდი საფრთხე, რაც დაემუქრა ამ ხელისუფლებას ბოლო 10 წლის განმავლობაში. საბოლოოდ, მაინც არაფერი გამოვიდა. რა უნდა ქნა ელემენტარულად? პარლამენტი შტურმით უნდა აიღო თუ რა უნდა ქნა? – ეს კითხვა მიჩნდება. გამოვედით ქუჩაში, მერე რას ვაპირებთ? პარლამენტი შტურმით რომც აიღო და შევარდე, შემდეგ რას აპირებ? გაურკვეველია… ასე მარტივად არ გამოდის. 2003 წელი არ არის, 19 წელი გავიდა მას შემდეგ და ქვეყანა შეიცვალა. ასე მარტივად არ არის საქმე, რომ პარლამენტი აიღო და დაამხო ხელისუფლება“, – აცხადებს თორნიკე შარაშენიძე.