unian: რუსი ჟურნალისტების ინფორმაციით, სერგეი შოიგუ გაუჩინარდა
რუსი ჟურნალისტების ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ გაუჩინარდა. ამის შესახებ Unian-ი ტელეგრამის არხზე წერს.
“რუსეთის თავდაცვის მინისტრი უკვე 10 დღეზე მეტია, არ გამოჩენილა. შოიგუ საჯაროდ ბოლოს 11 მარტს გამოჩნდა. მინისტრი, ჩვეულებრივ, მედიასთან ურთიერთობაში ძალიან აქტიურია”, – წერს უკრაინული გამოცემა რუს ჟურნალისტებზე დაყრდნობით.
ამასთან, შოიგუს გარემოცვა მის ავადმყოფობაზე საუბრობს. მასთან დაახლოებული პირები ვარაუდობენ, რომ ის ავად არის – “თავდაცვის მინისტრს, სავარაუდოდ, გულთან დაკავშირებული პრობლემები აქვს”, – ამბობენ ისინი. თუმცა, აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.