გურამ მაჭარაშვილი: ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვაში არავისთან შევდივართ

“ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვაში არავისთან შევდივართ. ამით ქვეყანას ნებისმიერი ტიპის პროვოკაციას ავარიდებთ თავიდან”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე თითოეული ნაბიჯი კარგად გასაანალიზებელია.

„პოზიცია გახლავთ ის, რომ ნეიტრალიტეტის საკითხის განხილვაში არ შევალთ. დღეს რეგიონში, მსოფლიოში ისეთი პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, როდესაც, მათ შორის, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების კონსულტაციებისა და რეკომენდაციების საფუძველზე, თითოეული ნაბიჯი ძალიან კარგად არის ასაწონი. როდესაც საკითხი ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება, ბუნებრივია, რადიკალურ ოპოზიციას არც ერთი საკითხის განხილვაში არ შევყვებით. ამით ქვეყანას თავიდან ნებისმიერ რისკს და პროვოკაციას ავარიდებთ და მეორე მხრივ, ოპოზიციასაც ვუშველით, რომ საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგო ქმედებები აღარ განახორციელონ”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები